შპს „გეოფიშ კომპანი“ დაფუძნებულია 2004 წლის 18 აგვისტოს. 2006 წლიდან ფლობს შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიას, ხოლო 2011 წლიდან თევზის გადამამუშავებელ ქარხანას. მისი საქმიანობის სფეროა თევზჭერა და დაჭერილი თევზის გადამუშავება. თევზის გადამუშავების შედეგად მიიღება ორი სახის პროდუქტი: თევზის ფქვილი და თევზის ზეთი, საიდანაც უმეტესი ნაწილი იყიდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ვახორციელებთ ექსპორტს). კომპანიას მიღებული აქვს ISO 22000 და HACCP -ის სერტიფიკატი და მისი საწარმოო პროცესები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
თუ გსურთ რაიმე სახის ინფორმაციის დაზუსტება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან დაგვიტოვოთ შეტყობინება.