ჩვენს შესახებ

შპს „გეოფიშ კომპანი“ დაფუძნებულია 2004 წლის 18 აგვისტოს. 2006 წლიდან ფლობს შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიას, ხოლო 2011 წლიდან თევზის გადამამუშავებელ ქარხანას. მისი საქმიანობის სფეროა თევზჭერა და დაჭერილი თევზის გადამუშავება. თევზის გადამუშავების შედეგად მიიღება ორი სახის პროდუქტი: თევზის ფქვილი და თევზის ზეთი, საიდანაც უმეტესი ნაწილი იყიდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ვახორციელებთ ექსპორტს). კომპანიას მიღებული აქვს HACCP -ის სერტიფიკატი და მისი საწარმოო პროცესები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

2022 წელს განხორციელდა კომპანიის თევზის გადამამუშავებელი ქარხნის სრული რეკონსტრუქცია. იგი აღიჭურვა თანამედროვე უახლესი მანქანა-დანადგარებით, რამაც საშუალება მოგვცა ქარხნის წარმოება გაგვეზარდა არანაკლებ 50%-ით. ასევე, 2020 წელს აშენდა ახალი სასაწყობე შენობა-ნაგებობა, რითაც შესაძლებელი გახდა მთლიანი წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოდ შენახვა-დასაწყობება.

2022 წელს, კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით დაასრულა 36 მეტრიანი თევზსაჭერი გემის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე თევზსარეწი ტექნიკით.

კომპანიაში თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ღირსეული სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით. ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ახალი კომბინირებული თევზის საკვების დამამზადებელი ქარხნის მშენებლობისათვის.

დაგვიტოვეთ შეტყობინება

თუ გსურთ რაიმე სახის ინფორმაციის დაზუსტება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან დაგვიტოვოთ შეტყობინება.